| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის პედაგოგები არაფორმალური სწავლების მეთოდებს ხშირად მიმართავენ. მასწავლებლები მოსწავლეებს არც თუ იშვიათად სთავაზობენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
სასწავლო წლის მიწურულს პედაგოგ მაკა ჩაჩხიანის ხელმძღვანელობით, მე-2ა კლასის მოსწავლეებმა, არაფორმალური განათლების მიზნით, საქართველოს ულამაზესი და ისტორიულად და კულტურულად მეტად მნიშვნელოვანი ადგილები მოიარეს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. როგორც პედაგოგი გვიყვება, მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ფაქტები ბავშვებმა ადგილზე დათვალიერებით კიდევ უკეთ აღიქვეს და შეისწავლეს.
ასევე მოილოცეს ატენის სიონი, საიდანაც საოცარი ბუნება იშლება. ბოლოს მოინახულეს კლდეში ნაკვეთი უფლისციხე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა