| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად საინტერესოდ წარიმართა - აქტიურად აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 9 აპრილი, რომელსაც სკოლაში თავისუფლებისა და ერთიანობის გაკვეთილი მიეძღვნა.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად კვლევითი აქტივობა განახორციელეს. მათ სხვადასხვა ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით მოიძიეს ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ დღის განსაკუთრებული როლის შესახებ. მოძიებული მასალის საფუძველზე მოსწავლეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო გამოსვლები და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს 9 აპრილის შინაარსობრივი დატვირთვა, მისი მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და იმ ადამიანების გმირობა, რომლებმაც თავისუფლების იდეას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ქვეყნის წარსულის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას