სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული საზეიმო ღონისძიება და ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან
29-06-2026
-
+


გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი წარმატებით დაასრულეს და სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

გაიმართა მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ზღაპრული საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლეს. 

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან მანანა დუმბაძესთან გამომშვიდობება. პედაგოგმა ბავშვებს მე-5 კლასში გადასვლა დიდი სიყვარულით მიულოცა, ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ბედნიერი ბავშვობა უსურვა. 

„დღეს ჩვენი მეოთხეკლასელები ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს დაემშვიდობნენ. მათი ბავშვობის ყველაზე ლამაზი ფურცლები აქ დაიწერა, ხოლო ახალი, არანაკლებ საინტერესო თავგადასავლები ახლა იწყება.

გილოცავთ და გლოცავთ პატარა მერცხლებო!

მადლობა, დღევანდელი ლამაზი დღისთვის, ემოციებისთვის,სიყვარულისთვის...“,- აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება