სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მომავალი ხელოვნური ინტელექტით იწერება: როგორ აერთიანებს დილისკის N1 სკოლის მასწავლებელი იამზე მსხვილიძე სხვადასხვა კულტურის მოსწავლეებს eTwinning-ში
29-06-2026
-
+


საგანმანათლებლო სივრცეში ინოვაციები აღარ არის ფუფუნება, ის თანამედროვეობის უმთავრესი მოთხოვნაა. სწორედ ამ გამოწვევას უპასუხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელმა, საგანმანათლებლო პროექტების გამოცდილმა კოორდინატორმა - იამზე მსხვილიძემ. მისი ინიციატივითა და დაფუძნებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე განხორციელდა მასშტაბური საერთაშორისო კოლაბორაციული eTwinning პროექტი: „ციფრული გონება: მომავლის თანაავტორობა“ (Digital Minds: Co-Creating the Future).

პროექტის თანადამფუძნებელ ბელა მარიასთან (საბერძნეთი) ერთად, იამზე მსხვილიძემ შეძლო უნიკალური საგანმანათლებლო გეოგრაფიის შექმნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში ერთმანეთს დაუკავშირდნენ საქართველოდან ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლები, ხოლო ევროპული სივრციდან — საბერძნეთი, თურქეთი, პორტუგალია,სომხეთი და ბულგარეთი. სულ პროცესში 17 მასწავლებელი და 102 მოსწავლე ჩაერთო.

„იფიქრე გონივრულად. შექმენი ერთად. შეცვალე მომავალი“ - ეს პროექტის სლოგანია, რომელიც სრულად ასახავს მის მთავარ ფილოსოფიას. პროექტის მიზანი ორშრიანი იყო და პასუხობდა როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ გამოწვევებს:

საერთაშორისო დონეზე: მოსწავლეთა ევროკავშირის საკვანძო კომპეტენციების (ციფრული, წიგნიერების, სოციალურ-მოქალაქეობრივი) განვითარება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების შემოქმედებითი, კრიტიკული და ეთიკური გამოყენების გზით.

ლოკალურ დონეზე: არაქართულენოვანი მოსწავლეების ფუნქციური წიგნიერების ამაღლება და ენობრივი ბარიერების მსხვრევა. ორენოვანმა (ქართულ-ინგლისურმა) ბუნებამ სახელმწიფო ენის პრაქტიკაში ინტეგრირებისა და მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიული ინსტრუმენტის როლი შეასრულა.

  • გზავნილი მომავლიდან და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია

პროექტი უჩვეულო სათამაშო კონცეფციით დაიწყო - მოსწავლეებმა მიიღეს საიდუმლო შეტყობინება 2045 წლიდან, რამაც მათი უდიდესი მოტივაცია გამოიწვია. 4 თვის განმავლობაში მოსწავლეებმა გაიარეს „პრომპტების სკოლა“ (AI-სთან ეფექტური კომუნიკაციის სწავლება), ჩაერთნენ ფაქტების გადამოწმების გამოწვევაში დეზინფორმაციის გამოსავლენად და გამართეს დებატები თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“.

პროექტის კულმინაცია გახდა ერთობლივი კოლაბორაციული პროდუქტები: BookCreator-ში შექმნილი „ციფრული AI ლექსიკონი“ და ვირტუალური გამოფენა ArtSteps პლატფორმაზე - „AI მომავლის მუზეუმი“, სადაც მოსწავლეთა მიერ გენერირებული ისტორიები და კვლევები გამოიფინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება