სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იტავაზის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი ჩატარადა
26-06-2026
-
+


​საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლის ჭადრაკის წრის ხელმძღვანელმა, ლილი ზუმბაძემ, სასწავლო წლის ბოლოს შეაჯამა წრის საქმიანობა და მოსწავლეთა მიღწევები.

წლის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და უნარების წარმოსაჩენად ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი, რომელშიც 13 მოსწავლე მონაწილეობდა.

ტურნირის შედეგების მიხედვით, I-II ადგილები გაინაწილეს X კლასის მოსწავლე საბა შაორშაძემ და IX კლასის მოსწავლე გუგა ხეცაშვილმა. III ადგილი დაიკავა ილია გოგობერიშვილმა.

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

ტურნირის დასასრულს, იტავაზის საჯარო სკოლის დირექტორმა, ინგა კომლაძემ, მოსწავლეთა წახალისებისა და მიღწეული წარმატებების აღიარების მიზნით, ოთხივე გამარჯვებული მოსწავლე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

დირექტორმა მადლობა გადაუხადა როგორც მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისა და მაღალი შედეგებისთვის, ასევე ჭადრაკის წრის ხელმძღვანელს, ლილი ზუმბაძეს, ნაყოფიერი მუშაობის, პროფესიონალიზმისა და მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

სკოლის ადმინისტრაცია გამარჯვებულებსა და ტურნირის ყველა მონაწილეს მომავალშიც წარმატებებსა და ახალ გამარჯვებებს უსურვებს.

„ვულოცავთ გამარჯვებულებსა და ტურნირის ყველა მონაწილეს მიღწეულ შედეგებს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება