| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მოსწავლეებმა სასწავლო მიღწევები იზეიმეს, ცოდნა და უნარები შეაჯამეს და დამრიგებელს - მარეხი ტყავაძეს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აავსეს.
პედაგოგი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა და მოსწავლეებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
„ასე ლამაზად დავამთავრეთ მესამე კლასი. ბედნიერი არდადეგები ჩემო პატარებო“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა