სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს 
26-06-2026
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

საბაზო სკოლიდან წელს ორი კლასი - მე-9 და მე-10 ერთდროულად გააცილეს. 

სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ღონისძიება მოიცავდა არაერთ საზეიმო ნომერს. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, დაუვიწყარი მოგონებები და დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

საზეიმო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასწავლებლები, რომლებმაც მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართეს, მიულოცეს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება.

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„მთელი გულით გილოცავთ საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას. ეს წლები იყო აღმოჩენების, მეგობრობის, გამოწვევების და, რაც მთავარია, პიროვნული ზრდის პერიოდი. ჩვენ თვალწინ გაიზარდეთ, შეიძინეთ უამრავი ცოდნა და ჩამოყალიბდით ისეთ საამაყო ახალგაზრდებად, როგორებიც დღეს ხართ. წინ კიდევ უფრო საინტერესო ეტაპის დასაწყისია. გისურვებთ მეტად აღმოაჩინოთ საკუთარი ნიჭი და ინტერესები, გადადგათ ნაბიჯები თქვენი მომავალი პროფესიისკენ, შეიძინოთ ახალი მეგობრები და ასე უსასრულოდ გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურ მხადამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან. 

აღსანიშნავია, რომ წელს საბაზო საფეხურს ორი კლასი მე-9 და მე-10 ერთდროულად ასრულებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 9 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

ანაზღაურება 2880 ლარია - ახალი კადრების მისაღებად ვაკანსია მანდატურის სამსახურმა გამოაცხადა

სასწავლო გეგმა, ინტერვენციების დაგეგმვა... - პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებისთვის ელექტრუნულ ჟურნალში მუშაობის და ცვლილებების შეტანის ვადა იწურება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება