სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 სკოლაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას საინტერესო შეხვედრა მიეძღვნა 
26-06-2026
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ფინანსური წიგნირების დონის ამაღლებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან კამპანიას შეუერთდა. 

„ფულის გლობალური კვირეულის“ ფარგლებში, სკოლაში ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მხარდაჭერით, საინტერესო ტრენინგი ჩატარდა.

სკოლამ „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებმაც მოსწავლეებს ფულის სწორად მართვასა და დაზოგვაზე ესაუბრნენ.

შეხვედრას VIII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ტრენინგის მიზანი მოზარდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება იყო, სადაც ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე:

  • ბიუჯეტის გონივრული განკარგვა და დაზოგვის ხელოვნება;
  • პირადი ფინანსური პასუხისმგებლობის გააზრება;
  • ყოველდღიურობაში ეკონომიკური გადაწყვეტილებების სწორად მიღება.

თეორიულ ნაწილთან ერთად, შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოებში, სახალისო დავალებებსა და დისკუსიაში.

„დიდ მადლობას ვუხდით სტუმრებს მობრძანებისთვის, „ფინედუს“ კი - ამ საჭირო და უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება