სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლები მოინახულეს
26-06-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

პედაგოგ მარინე მაისურაძის ხელმძღვანელობით, მე-6-მე-7 კლასების მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის  ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად გაემგზავრნენ. 

როგორც პედაგოგი გვეუბნება, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების -  ჭულესა  და  ზარზმის   მონასტრების მონახულება სასწავლო-შემეცნებითი  პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ეფუძნება შემდეგ საჭიროებებს: 

  • ექსკურსია არაქართულენოვან  მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკლასო  ოთახის  მიღმა, რეალურ გარემოში გამოიყენონ ქართული ენა, დაამყარონ კომუნიკაცია და დაძლიონ  ენობრივი  ბარიერი.
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების ადგილზე გაცნობა ხელს უწყობს მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციას, საერთო ფასეულობების გაზიარებასა და ქვეყნის ისტორიისადმი ინტერესის გაღრმავებას.
  • ვიზუალური და აღთქმითი სწავლება მოსწავლეებს ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულად  გააზრებაში. საგაკვეთილო პროცესის გარეთ აქტივობები კიდევ უფრო აახლოებს მოსწავლეებს,  უვითარებს მათ გუნდური მუშაობის, ურთიერთდახმარებისა და თემში ქცევის წესებს.

ექკუსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ბავშვები საგანმაანთლებლო მოგზაურობიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება