| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელებისთვის სასწავლო წელი გასვლითი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მე-3ბ კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის - ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობ ექსკურსიით ბოლნისში გაემგზავრნენ.
მოსწავლეებმა მოილოცეს ბოლნისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მოიხიბლნენ უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის მშვენიერებით. შემდეგ მოინახულეს სულხან საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი და დიდი ინტერესით დაათვალიერეს XIX-XX საუკუნეების ეთნოგრაფიული ნივთები, სულხან-საბას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, ხელნაწერები და მისი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა