სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი დებატების მასშტაბური ტურნირის ჩემპიონია 
25-06-2026
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლა დებატების ლიგის საზაფხულო ტურნირის გამარჯვებულია. 

მოდებატეთა გუნდმა დებატების მასშტაბურ საზაფხულო ტურნირზე პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურნირში საქართველოს 9 ქალაქის 34 გუნდი (102 მოსწავლე – 15 საჯარო და 12 კერძო სკოლიდან) მონაწილეობდა.

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის გუნდის წევრებმა - გიორგი მესხმა, კონსტანტინე ჯანელიძემ და ანიტა ცერცვაძემ ტურნირზე, საუკეთესო ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარები აჩვენეს.

ორდღიანი დაძაბული ასპარეზობისა და საინტერესო ფინალის შემდეგ, სადაც ერთმანეთს ქუთაისის N1 საჯარო სკოლა და სკოლა „ქორალი“ დაუპირისპირდნენ, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს. გუნდურ წარმატებასთან ერთად, მოდებატეებმა ინდივიდუალურადაც ბრწყინვალედ იასპარეზეს და დამსახურებულად დაიკავეს ადგილები ტურნირის საუკეთესო მომხსენებელთა ათეულში.

ტურნირის რეზოლუცია „ცირკულარული ეკონომიკა უნდა განვითარდეს“, მოსწავლეებისგან დებატების ტექნიკების ფლობას, საკითხის ღრმა, საფუძვლიან ანალიზსა და არგუმენტირების უნარს მოითხოვდა.

გუნდის ხელმძღვანელი და მენტორი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ნათია ნამიჭეიშვილია.

ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია (EDAG). ღონისძიებას მასპინძლობდა გიმნაზია „შავნაბადა“. ტურნირი ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ცირკულარული ეკონომიკის პროექტის მხარდაჭერით, – საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, კომპანიების – „ტენე“ და „ვეისთლესი“ პარტნიორობით.

„ვულოცავთ ჩვენს მოდებატეებსა და მათ მენტორს ამ დიდ აღიარებას! გვჯერა, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია და მათ წინაშე კიდევ ბევრი საინტერესო ინტელექტუალური გამოწვევაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება