სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
24-06-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი წარმატებით დაასრულეს. დაწყებითი საფეხურის ნაყოფიერი ოთხი წელიწადი კი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერების განცდით.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა.

მე-4 კლასელებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარუდგინეს და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ. 

მათ ლექსებითა და სიმღერებით, სასცენო დადგმებითა თუ საგანმანათლებლო აქტივობებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც დაწყებითი საფეხურის პირველი ოთხი წლის განმავლობაში შეიძინეს.

დღე მეტად ამაღელვებელი იყო როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.

პედაგოგმა მარლენა პეტროსიანმმა ბავშვებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება