სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გულითადად გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას“ - ქუთაისის N32 მასწავლებელი ნანა მარღანია ევროპის სწავლების ფონდის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
24-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებულია საქართველოდან.

ETF New Learning Award არის ევროპის სწავლების ფონდის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს ყველაზე ინოვაციურ სასწავლო პრაქტიკებს ETF-ის პარტნიორ ქვეყნებში. კონკურსი ხორციელდება ოთხი წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის პარტნიორობით, რაც მას განსაკუთრებულ გლობალურ მასშტაბს სძენს.

პედაგოგმა ბრიუსელში წარადგინა საკუთარი პრაქტიკის შესახებ მოხსენება, უპასუხა ჟიურის და აუდიტორიის შეკითხვებს და დასახელდა გამარჯვებულად.

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება და ამ გამორჩეულ აღიარებას ულოცავენ. 

„ქ.ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ქალბატონ ნანა მარღანიას ამ უდიდეს წარმატებას!

თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება, შრომა და ინოვაციური ხედვა კიდევ ერთხელ გახდა წარმატების საფუძველი და საერთაშორისო აღიარების ღირსი. ეს გამარჯვება მხოლოდ პირადი წარმატება არ არის — ეს არის სიამაყე ჩვენი სკოლისთვის, ჩვენი ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

გვჯერა, რომ განათლებაში თითოეული ასეთი ნაბიჯი ბევრ ადამიანს შთააგონებს, ხოლო თქვენი მაგალითი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანდასახულობა და სიყვარული საქმისადმი დიდი წარმატების საწინდარია!

გილოცავთ ამ გამორჩეულ აღიარებას!

გისურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ მწვერვალებსა და დაუვიწყარ წარმატებებს!

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება