სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი ეპოქის მუსიკა“- ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია და რობოტიკის კლუბის შექმნილი ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი
24-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს, მოსწავლეები კი გამოირჩეოდნენ საინტერესო ინიციატივებითა და აქტიურობით. 

სასწავლო წლის მიწურულს, VIIდ კლასში (დამრიგებელი - სოფიო პავლიაშვილი, მუსიკის პედაგოგი-  ნინო ბახსოლიანი ) განხორციელდა პრეზენტაცია თემაზე - „ახალი ეპოქის მუსიკა“.

მოსწავლეებმა ეტაპობრივად განიხილეს ცვლილებები მუსიკაში, რომელიც მოიცავდა ყველა ცნებას საგნობრივი კურიკულუმის შესაბამისად. ესენია: ჟანრული მრავალფეროვნება, მუსიკალური ნაწარმოების ფორმა, ბგერა-ტემბრი, როგორც ძიებების ობიექტი ახალი ჟღერადობის მისაღწევად ექსპერიმენტულ მუსიკაში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები მუსიკალურ აზროვნებასა და პროდუქტზე, როგორ იქმნება „ძველი“ და „ახალი“ მუსიკის სინთეზით ნოვატორული ნაწარმოებები.

მოსწავლეებმა აუდიტორიას წარუდგინეს მუსიკალური ინსტრუმენტები, რომელიც სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა.

სკოლაში არსებულმა კლუბმა - „რობოტიკა“( ხელმძღვანელი გია მაღლაკელიძე) ამ პროექტისთვის შექმნა თერემინი - ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მუსიკა არ არის ხელოვნების განყენებული დარგი, ის სინთეზშია სამყაროსთან, მასთან ერთად იცვლება და ვითარდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება