სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქალაქო ლიტერატურულ კონკურსში
24-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

28 მაისს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, გაიმართა საქალაქო კონკურსში - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ზეპირად“ - გამარჯვებულ მოსწავლეთა საზეიმო დაჯილდოება.

კონკურსში მონაწილეობდნენ ქუთაისის კერძო და საჯარო, წყალტობოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ ასამდე კონკურსანტი.

მათ შორის იყვნენ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები VIIIა და Vბ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ჟიურის წინაშე ბრწყინვალედ წარდგნენ. 

ილია ჭიპაშვილმა 50-დან 50 ქულა მოიპოვა, მერაბ ქუთათელაძენ 46 ქულა, გაბრიელ ტყეშელაშვილმა 45 ქულა, ლუკა გენელიძე 44 და  ანამარია ტყაბლაძემაც 44. 

კონკურსის მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

მოსწავლეთა წარმატებით განსაკუთრებით ამაყია მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - რუსუდან ხობუა. 

არ იყო ადვილი ამ ეტაპამდე მისვლა!!! „ვეფხისტყაოსნის„ სტროფებთან მიახლება, ასაკის შესაბამისად გაგება- გააზრება!!!

პირიქით, რთულიც იყო, მაგრამ სასიამოვნო!!!

ბავშვებო, გახარებულია თქვენი მასწი!!!“,- წერს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება