სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სართიჭალის N3 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა წრის წევრები სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
24-06-2026
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ ღონისძიებაში. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა ინიციატივაში აქტიურად მონაწილეობენ, წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს, იძენენ ახალ გამოცდილებას და არაფორმალურ გარემოში სწავლობენ. 

სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთ საინტერესო შესაძლებლობად და გამოცდილებად იქცა მოსწავლეთა და სტუდენტთა ყოველწლიური ერთობლივი კონფერენცია - EduFuture 2026.

ფორუმის მთავარი თემა იყო „ახალი თაობა ციფრული სამყაროსთვის: განათლება, ხელოვნური ინტელექტი (AI) და კიბერუსაფრთხოება“.

კონფერენციის მიზანი იყო, მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობა, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევებზე ახალგაზრდების ხედვების წარმოჩენა.

კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ჩატარდა.

სკოლაში მადლობას უხდიან კონფერენციის ორგანიზატორებს საინტერესო შესაძლებლობისთვის და ახარებთ ნორჩ ქიმიკოსთა წრის წევრთა აქტიურობა. 

„მადლობა უნივერსიტეტს ახალგაზრდა თაობის წახალისებისა და მოტივაციისთვის! მადლობა ჩემს მოტივირებულ მოსწავლეებს საკუთარი სკოლებისა და რაიონის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება