| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭრილია, შემოქმედებითობა წახალისებული, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა თეატრალური კლუბი.
სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა. სამყარო, სადაც ბევრია სიცილიც, ცრემლიც, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც სიკეთეა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სცენაზე განასახიერეს მწერლის გენიალური პერსონაჟები, გააჟღერეს მისი საოცარი, გულში ჩამწვდომი ლექსები და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ არის შემოქმედება, რომელიც დროს არ ემორჩილება. ნოდარ დუმბაძის სიტყვა სწორედ ასეთია – მუდამ ცოცხალი, მზიანი და ადამიანური.
„დიდი მადლობა ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს ამ ემოციური, თბილი და დაუვიწყარი საღამოსთვის! ღონისძიებისთვის მადლობა თამარ მასწავლებელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და სპექტაკლიდან კადრებს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა