| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.
საინტერესო შემეცნებითი ექსკურსია მესამე კლასის დამრიგებელმა, ნატო ნემსწვერიძემ მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის მოაწყო.
მათ მოინახულეს ქუთაისის ნიღბების თეატრი, სადაც ბავშვები თეატრალური ხელოვნების საინტერესო სამყაროს გაეცნენ. ექსკურსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ბაგრატის ტაძრის მონახულება, სადაც მოსწავლეებმა ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
შემდეგ ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში გაგრძელდა. ბავშვებმა დაათვალიერეს უნიკალური ბუნებრივი გარემო, გაიარეს მინის პანორამული გადასახედი და კიდევ უფრო მეტად შეიგრძნეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების მნიშვნელობა.
დღის დასასრულს კი მოსწავლეებმა წყალტუბოს ულამაზეს პარკში დაისვენეს, გაერთნენ და თანაკლასელებთან ერთად სასიამოვნო მოგონებები შექმნეს.
„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის უნარის გამომუშავებას.
ეს დღე თითოეული მოსწავლისათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო!“,- გვეუბნებიან სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა