სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუსიკათერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“ - საინტერესო პროექტის პრეზენტაცია ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში
23-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდს და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩა პროექტებით სწავლება.

აღსანიშნავია, მე-10ბ კლასში განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „მუსიკათერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თემა აქტუალურია დღევანდელი რეალობისთვის და მსმენელმა დიდი ინტერესით მიიღო იგი.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მუსიკათერაპიის მნიშვნელობაზე მისი ჩასახვის დღიდან - დღემდე. განიხილეს თერაპიის მეთოდები და პრაქტიკაში განახორციელეს მასთან დაკავშირებული აქტივობები.

„პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა საფეხურის, სსსმ და ტიპური განვითარების მოსწავლეები ერთად. აუდიტორიამ დადებითად შეაფასა პრეზენტაცია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მოსწავლეებს  და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება