სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
22-06-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, რაც მოწაფეთა აკადემიურ მოსწრებასა და სასწავლო შემართებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

ახლახან, სკოლის 2026 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დააჯილდოვა. 

კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა. 

წელსაც, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების რეგიონული მასშტაბის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებაში რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 464 მოსწავლე მონაწილეობდა.

შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ბენაშვილმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა.

წარჩინებულ მოსწავლეებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების დაფასება და პოპულარიზაცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება