| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, 2025 -2026 წლის მანძილზე არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, მუსიკის მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „ბულინგი“, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ „ბულინგის“ არსი, გაეცნობიერებინათ ის რის-ფაქტორები რაც ჩაგვრას მოსდევს და აემაღლებინათ ცნობიერება საკითხის შესახებ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ფილმის - „ზღარბი“ ჩვენება.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები „ბულინგის“ შესახებ, ასევე მოამზადეს კედლის გაზეთი, რომლის შექმნაში მათ დაეხმარათ ხელოვნების მასწავლებელი მაია თხინვალელი.
X კლასის მოსწავლე ნია ქეშელაშვილმა კი დაამზადა ბუკლეტი. ბავშვებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, შექმნეს ჰიმნი ბულინგზე და ჩაგვრა დაგმეს. ასევე შეისწავლეს და შეასრულეს სიმღერები მეგობრობაზე. ასევე, მე-3 კლასის მოსწავლეებმა გაითამაშეს თემატური სიტუაციები.
პროექტის დასასრულს კი მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა