სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოგონებებით სავსე დღე და დამრიგებლის ემოციური გამომშვიდობება მოსწავლეებთან - დაშბაშის საჯარო სკოლა​ში​ მე-9 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
22-06-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლა​ში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

დამამთავრებელი კლასის დამრიგებლის - ლუსინე კალაჩიანის ხელმძღვანელობით დაიგეგმა დაუვიწყარი ღონისძიება.

ღონისძიებას მუსიკალური ნომრები, მისალოცი სიტყვები და ემოციური გამოსვლები ამშვენებდა.

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცა. მასწავლებლებმა მეცხრეკლასელებს წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ღირსეულად გამოიყენებენ.

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო დამრიგებლის - ლუსინე კალაჩიანისთვის. 

„თითქოს გუშინ იყო მშიშარა პატარებმა რომ შემოაბიჯეთ ჩვენს სკოლაში და დღეს უკვე დამოუკიდებლები და მონდომებულები გვემშვიდობებით.

9 წლის განმავლობაში ამ სკოლამ გასწავლათ ადამიანობა, მეგობრობა, თანამშრომლობა და ერთმანეთის მხარდაჭერა.

დირექციისა და მასწავლებელთა სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსა და სიხარულისთვის, რითაც შეავსეთ ეს სკოლა.

უღრმეს მადლობას ვუხდით ასევე თქვენს მშობლებს, რადგან  მასწავლებლებს გვერდში გვიდგანან და აქტიურად თანამშრომლობდნენ ამდენი წლის განმავლობაში.

საყვარელო კურსდამთავრებლებო, მიუხედავად იმისა, სად მიჰყვებით ცხოვრების გზაზე, გახსოვდეთ, წარმატების საიდუმლო შრომისმოყვარეობაში, მონდომებასა და გულწრფელობაში იმალება.

ნათელ მომავალსა და წარმატებებს გისურვებთ. 

უერთგულეთ თქვენს ფესვებსა და თქვენი სკოლის დიდ სახელს.

გვჯერა თქვენი და ვიცით რომ არაერთხელ  უნდა ვიამაყოთ თქვენი წარმატებებით“,- აღნიშნავს ბუნების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება