სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სადაც ადამიანია, იქ მუსიკაა!“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა შთამბეჭდავი მუსიკალური წარმოდგენა
22-06-2026
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

15 ივნისს, მე-6ა კლასში გაიმართა მუსიკალური წარმოდგენა სახელწოდებით - „სადაც ადამიანია, იქ მუსიკაა!“, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მუსიკის განსაკუთრებულობა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მოზარდის სრულყოფილად ფორმირებაში.

„მუსიკა პირდაპირ კავშირშია აღზრდის პროცესთან, იგი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს უყალიბებს მოზარდს. გავლენას ახდენს ბავშვის ფაქიზ გრძნობებზე, აყალიბებს მის ხასიათს. მუსიკა გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. მას დიდი როლი ენიჭება ბავშვის გონებრივ განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ქრისტიან ანდერსენის სიტყვები - „იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს“.

მე-6ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება -  „ვაშა მუსიკას, ვაშა მეგობრობას!“, მინი-სპექტაკლით გააცოცხლეს უკვდავი მითი - „მომღერალ ორფეოსზე“, დახვეწილი პლასტიკით წარმოადგინეს კომპოზიცია, თუ როგორ ქმნიდნენ კომპოზიტორები გენიალურ შედევრებს ბრძოლის დროს, ისაუბრეს ხალხური, კლასიკური და სასულიერო მუსიკის წარმოშობის შესახებ.

„მათი დახვეწილი მეტყველება და ემოციური გამომსახველობა საოცარ განცდას იწვევდა მსმენელში. ერთმანეთს ენაცვლებოდა უზადოდ შესრულებული საცეკვაო ნომრები და გუნდური სიმღერები, რაც საოცარ მუხტს ბადებდა მაყურებელში. პატარა მსახიობების ემოციურად შესრულებულმა ეპიზოდებმა გააოცა და აღაფრთოვანა მსმენელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრი, ვაკისუბნის მაჟორიტარი - გიორგი იობაშვილი, ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ბონდო ბალანჩივაძე და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ქ. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი - ალექსანდრე თევდორაძე.

მუსიკალური წარმოდგენის შემოქმედი გახლდათ კლასის დამრიგებელი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ქეთევან გუბელაძე

ვუსურვებთ დიდ წარმატებას საოცარ მე-6ა კლასს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება