სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის №141 საჯარო სკოლამ თურქეთის, ხორვატიისა და პორტუგალიის სკოლებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო პროექტი განახორციელა 
19-06-2026
-
+


თბილისის №141 საჯარო სკოლამ წარმატებით განახორციელა საერთაშორისო პროექტი „Blue Changemakers – Youth Power for Ocean Sustainability“, რომელიც მიმდინარეობდა ESEP/eTwinning-ის პლატფორმაზე საქართველოს, თურქეთის, ხორვატიისა და პორტუგალიის სკოლების თანამშრომლობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას, გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მდგრადი განვითარების საკითხებს. ხუთი თვის განმავლობაში ისინი მონაწილეობდნენ კვლევით, პრაქტიკულ და შემოქმედებით აქტივობებში, შექმნეს გარემოსდაცვითი კამპანიები და ერთობლივად იმუშავეს „Blue Youth Charter“-ის შემუშავებაზე.

ევროპული გრანტის მხარდაჭერით, განხორციელდა მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა საქართველოსა და თურქეთის სკოლებს შორის, რომლის ფარგლებში ერთმანეთს ეწვივნენ პედაგოგები და თითოეული სკოლიდან 2 მოსწავლე. ვიზიტების დროს მონაწილეები ესტუმრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, კუს ტბას, თბილისის ზოოპარკს, ხოლო თურქეთში - იზმირის აკვარიუმს, ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმს, ბაფას ტბას, დილექის ნახევარკუნძულის ეროვნულ პარკს და მონაწილეობა მიიღეს ზღვის სანაპიროს დასუფთავების საერთაშორისო აქციაში.

პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების, კვლევითი უნარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის დამყარებული მეგობრობა, გამოცდილების გაზიარება და საერთო ძალისხმევა წყლის ეკოსისტემების დაცვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა დაფინანსდა ევროკავშირის გრანტის ფარგლებში და სრულად ეხმიანება ევროკავშირის მისიას „Restore Our Ocean and Waters by 2030“.

კონკურსზე ევროპის ქვეყნებიდან წარმოდგენილი იყო ათასობით განაცხადი, თუმცა მხოლოდ საუკეთესო და გამორჩეული პროექტების განმახორციელებელ სკოლებს მიენიჭათ საპატიო „Blue School“ (ლურჯი სკოლა) სტატუსი.

„ჩვენი სკოლისთვის ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ხარისხიანი განათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების იდეებისადმი ერთგულებას. პროექტი წარდგენილი იქნება ეროვნულ და ევროპულ ხარისხის ნიშანზე“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ პროექტი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს
 
 

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება