სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ქუთაისი“ - ინტეგრირებული პროექტი, რომელმაც ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებს მშობლიური ქალაქი ახალი თვალით დაანახა
23-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სალომე თადუმაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი - „ჩემი ქუთაისი“.

ინტეგრირებულმა სასწავლო პროექტმა გააერთიანა ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება და ხელოვნება, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა მშობლიური ქალაქი სხვადასხვა საგნის ჭრილში შეესწავლათ.

ჯგუფური, ინტეგრირებული, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ფორმატში განხორციელებული აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქუთაისის მდიდარ ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარებაში.

მასწავლებელმა მიმართა ისეთი სწავლების მეთოდებს, როგორიცაა: 

  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება;
  • თანამშრომლობითი სწავლება;
  • ვიზუალური აზროვნების სტიმულირება;
  •  ქართული, ხელოვნებისა და ბუნების ინტეგრაცია;
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

როგორც სკოლაში გვეუნებიან პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა შეისწავლონ მშობლიური ქალაქის, ქუთაისის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა და კულტურული მნიშვნელობა და შეძლონ ინტეგრირებულად, შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ მოძიებული ინფორმაცია და ცოდნა მშობლიური ქალაქის შესახებ.

განივითარონ:

  • კვლევის, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის;
  • გეოგრაფიული ორიენტაციის უნარები;
  • შემოქმედებითი ხედვა და ვიზუალური გამოხატვა,
  • შემოქმედებითი და ჯგუფური მუშაობის უნარები სხვადასხვა საგნის ინტეგრირებით.

შთამბეჭდავია შედეგიც: მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს მოცულობითი საპრეზენტაციო პოსტერები, რომლებზეც დაიტანეს მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციები ქალაქ ქუთაისის ისტორიისა და განვითარების შესახებ, ასევე წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი ბაგრატის ტაძრის ნახატები, როგორც ქალაქ ქუთაისის ვიზუალური სიმბოლო, პრეზენტაციები კი წარადგინეს ჯგუფების მიხედვით, რაც მათ დაეხმარათ როგორც თემის გააზრებაში, ისე თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, პრობლემის გადაჭრისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაში.

პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული იყო მასწავლებლის, სალომე თადუმაძის, როლი, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი საინფორმაციო რესურსები შესთავაზა, უწევდა მენტორობას და ქმნიდა გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლეოდა.

რა თქმა უნდა, არ გამორჩენია, ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეების ინდივიდუალური უნარების მუდმივი წახალისება და შეფასება.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება