სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მე-6 კლასელები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით გურიას სტუმრობდნენ
19-06-2026
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები გურიის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშოაბებს გაეცნენ. 

18 ივნისს, სკოლის მეექვსე კლასის დამრიგებელმა, ოლია აბულაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მთვარისა ახვლედიანმა, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის მოაწყვეს ექსკურსია გურიაში, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ მონაწილეზე.

„სიყვარულმა მოგვიყვანა, ჩვენო გურია!“  - აღნიშნეს ბავშვებმა და ამ ულამაზესი კუთხის სილამაზით მოიხიბლნენ. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა მოინახულეს დიდებული ადგილები:

უდაბნოს მამათა მონასტერი;

ერკეთის დედათა მონასტერი;

შემოქმედის ტაძარი;

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი;

ანა კალანდაძის სახლი შორიდან,

(რადგან მუზეუმი ახლა ეწყობა)

და გურიელების სასახლე.

„მართლაც, როგორც პოეტს უთქვამს: „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია“,- აღნიშნავენ ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნებული მოსწავლე-მასწავლებლები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება