| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა.
ზეიმი პირველკლასელებმა მოაწყვეს და ამით ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს. მათ ლექსების, სიმღერების, შემოქმედებითი ნომრების მეშვეობით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს.
ბავშვებმა განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით წარმოადგინეს ანბანის თითოეული ასო. ანბანის შესწავლით კი იწყება ცოდნისა და განათლების სამყაროში მოგზაურობა.
ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა, მასწავლებელი და მშობლები კი სიამაყით აავსო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა