| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის VIა კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები ბოლნისისა და დმანისის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს ესტუმრნენ.
დამრიგებლის - მარი გელაძის, ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მოინახულეს სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი, გაეცნენ ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას. ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ დმანისის ნაქალაქარს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. მათ ადგილზე მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია უძველესი ისტორიისა და იმ აღმოჩენების შესახებ, რომლებმაც დმანისს მსოფლიო სამეცნიერო მნიშვნელობა მიანიჭა.
მოგზაურობის დასკვნითი ნაწილი პანტიანის ტბასთან გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ბუნების ულამაზეს გარემოში დრო სასიამოვნოდ გაატარეს, დაისვენეს და თანატოლებთან ერთად მხიარული აქტივობებით დატვირთული დღე გაატარეს.
„ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებით დღე გამოვიდა“, - ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა