სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა ინიციატივების ფესტივალი გაიმართა
19-06-2026
-
+


 

სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, სკოლა „ანაბასისში“ გაიმართა მოსწავლეთა ინიციატივების ფესტივალი, რომელმაც მეცნიერება, ეკოლოგია და ხელოვნება ერთ სივრცეში გააერთიანა.

სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს და ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს მათი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარებას. სწორედ ასეთი ინიციატივების შედეგი იყო ეს ფესტივალიც, რომლის მთავარი გმირები თავად მოსწავლეები იყვნენ.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა სასკოლო ეკოლოგიური ტურნირი. რესპუბლიკურ ეკოლოგიურ ტურნირში მონაწილე მე-10 კლასის მოსწავლეებმა თავად წამოაყენეს იდეა, რომ მიღებული გამოცდილება თანატოლებისთვის გაეზიარებინათ. მათ მენტორების როლი მოირგეს, დიდი პასუხისმგებლობით მოამზადეს გუნდები, დამოუკიდებლად დაგეგმეს და ჩაატარეს ტურნირი, თავადვე წარმართეს თამაში და კომპეტენტური ჟიურის ფუნქციაც წარმატებით შეასრულეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო ახალგაზრდული ლიდერობის, თანამშრომლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ნათელი მაგალითი.

„მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ინიციატივის, შრომისა და შესაბამის დავალების საფუძვლიანი გააზრებისათვის! ეს მოსწავლეებია: დავით აბაშიძე, ბარბარე კაპანაძე, ბარბარე კობერიძე, მათე კობახიძე, თეკლა ლუტიძე და სანდრო ლეჟავა.

მკვლევართა კლუბში მეორე სემესტრის განმავლობაში ვახორციელებდით პროექტს „მეცნიერება სამზარეულოში“, რომლის ინსპირაცია საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ლაბორატორიის ამავე სახელწოდების ნაშრომი გახდა. პროექტი მოიცავდა მარტივ და საინტერესო ექსპერიმენტებს, რომელთა ჩატარებაც შესაძლებელია როგორც სკოლაში, ისე სახლის პირობებში.

მკვლევართა კლუბის წევრმა მერვეკლასელებმა დაგეგმეს და ჩაატარეს ექსპერიმენტები მეოთხე კლასის მოსწავლეებთან. მიღებული გამოცდილებით შთაგონებული უმცროსკლასელები კი ექსპერიმენტებს უკვე სახლში, მშობლების მეთვალყურეობით ატარებდნენ და შედეგებს ფოტოებისა და ვიდეოების სახით გვიზიარებდნენ. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ელემენტარული კვლევითი უნარების განვითარება და იმის აღმოჩენა, რომ მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია.

ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილი ნანა გიორგაძის ტრადიციული არტგამოფენა იყო. ქალბატონი ნანა წლების განმავლობაში ზრუნავს, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი სამხატვრო განათლება, განივითაროს შემოქმედებითი ხედვა, ესთეტიკური გემოვნება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. მისი მოსწავლეების ნამუშევრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნება ბავშვის პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ არა მხოლოდ ცოდნის მიმღებები, არამედ ინიციატივების ავტორები, ლიდერები, მკვლევრები და შემოქმედები. სწორედ ასეთი გამოცდილება ამზადებს მათ წარმატებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი ცხოვრებისათვის.

დღეს ისინი სწავლობენ, იკვლევენ, ქმნიან და ხელმძღვანელობენ - ხვალ კი სწორედ ისინი შექმნიან მდგრად მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სამივე აქტივობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა და თითოეული მათგანი ცალკე განხილვას იმსახურებს, ამიტომ სამომავლოდ თითოეულ ღონისძიებას ცალ-ცალკე გაგვაცნობენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება