სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა ინგლისურენოვანი პრეზენტაციების კვირეული ქუთაისის N15 სკოლაში 
19-06-2026
-
+


ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში, უცხოური ენების კათედრის ორგანიზებით, მოსწავლეთა პრეზენტაციების კვირეული წარმატებით ჩატარდა. 

კვირეულის მესამე დღე VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეთა საინტერესო გამოსვლებს დაეთმო.

პრეზენტატორებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის – ევროპისა და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე ბავშვთა ცხოვრების პირობები, ბავშვთა უფლებების კონვენცია, გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ (Convention on the Rights of the Child), UNICEF-ის საქმიანობა, ასევე კიბერბულინგის საფრთხეები და მისგან დაცვის ეფექტური გზები.

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები გამოირჩეოდა საინტერესო შინაარსიით, მრავალფეროვანი თემატიკით, ასევე ეფექტური ვიზუალური გაფორმებით. მონაწილეებმა წარმატებით წარმოაჩინეს თემების აქტუალობა, ცოდნა, პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები.

მათი გამოსვლები ნათლად ასახავდა ახალგაზრდების დაინტერესებას გლობალური გამოწვევებითა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პრეზენტაციების კვირეულის ფარგლებში აქტიური მონაწილეობისა და წარმატებული გამოსვლებისთვის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

ქუთაისის N15 საჯარო სკოლა ულოცავს ყველა მონაწილეს მიღწეულ წარმატებას, მადლობას უხდის მათ ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც არაერთ საინტერესო და ნაყოფიერ აქტივობაში მონაწილეობას!

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება