სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოხისის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
19-06-2026
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექციამ განვლილი სასწავლო წელი შეაჯამა და შედეგებით გამორჩეულ IX კლასს დედაქალაქში მოუწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია.

მე-9 კლასელები ექსკურსიით დედაქალაქს ესტუმრნენ.  

პირველი „გაჩერება“ უძველესი, მსოფლიოში გამორჩეული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში იყო, სადაც 40000 ექსპონატია დაცული. მოსწავლეები გაეცნენ მეაბრეშუმეობის ბიოლოგიურ, ისტორიულ და კულტურულ ასპექტებს.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში - „აბრეშუმის საიდუმლო“, ინტერაქციული მეთოდის დახმარებით, თეორიული ცოდნა გამოიყენეს პრაქტიკაში. სკოლაში ნასწავლი და მუზეუმში მიღებული ინფორმაცია კი უკეთ გაიაზრეს.

მეორე „გაჩერება“ ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი იყო, სადაც მშვენიერი გიდის დახმარებით ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ფურცლები გადაიშალა...ადგილი სადაც ქართველის მიუსვლელობა სირცხვილია.

მესამე „გაჩერება“ კი - სიონის ტაძარი. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ილია II -ის ხსოვნას.

„ამ დღეს კი ასევე შეიძლება ყოფილ მოსწავლეებთან შეხვედრის დღეც ვუწოდოთ. საღამოს მოსწავლეთა თხოვნით მეოთხე „გაჩერება“ მთაწმინდის გასართობი პარკი იყო. იმედია ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოზარდებისთვის.

მადლობა მათ, მადლობა მათ ოჯახებს. მადლობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს.

შევხვდებით სექტემბერში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს, ბედნიერ ლამაზ და საინტერესო არადეგებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება