სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეთა გუნდი იაგო ჭურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშის გამარჯვებულია
19-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის, სკოლის გუნდმა (გიორგი ცხვარაძე, გობრონ ბარათაშვილი, საბა ჩხიკვაძე, სალომე ეჯიბია, თეკლა ბარამიძე, იოსებ მიქავა) მონაწილეობა მიიღო იაგო ჭურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშში - „რა? სად? როდის?“ და ღირსეულად მოიპოვა I ადგილი.

ღონისძიებას მასპინძლობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლა. თამაშში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლისა და საფეხბურთო კლუბის გუნდები, რომლებმაც ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარები წარმოაჩინეს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მაღალი პასუხისმგებლობით, აქტიური ჩართულობით შეძლეს გამარჯვების მოპოვება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს წარმატება მათი შრომის, მიზანდასახულობისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი და ღირსეული ინიციატივისთვის, რომელიც იაგო ჭურაძის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა და ახალგაზრდებში ცოდნის, განათლებისა და თანამშრომლობის ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.

ვულოცავთ ჩვენს გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც არაერთ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება