სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღესასწაული სასწაულ ბავშვებთან“ - სკოლა „ანაბასისის“ შთამბეჭდავი საბავშვო ფესტივალი
18-06-2026
-
+


სკოლა „ანაბასისის“ ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი ფურცელი შეემატა. სკოლაში საბავშვო ფესტივალი გაიმართა. 

„ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სასწაულები ნამდვილად არსებობენ“,- გვეუბნებიან ღონისძიების შეფასებისას სკოლაში და შთამბეჭდავი სანახაობის შესახებ გვიყვებიან. 

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია. თითოეულმა მოსწავლემ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, ნიჭი, ფანტაზია და შრომის შედეგი.

„ეს იყო დღე, სადაც გამარჯვებული ყველა იყო - ყველა ბავშვი, რომელმაც გაბედა სცენაზე გამოსვლა, იშრომა, იოცნება და საკუთარი შესაძლებლობები გაგვიზიარა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, კლასის ხელმძღვანელებს, ქორეოგრაფებს, მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ულამაზესი ფესტივალის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა.

მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას სტუმრებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, კოლეგებს, მშობლებსა და მეგობრებს, რომლებმაც თავიანთი დრო დაგვითმეს და ბავშვების შრომა და მონდომება დააფასეს.

30 წლის „ანაბასისის“ ისტორიაში ეს დღე კიდევ ერთ ნათელ ფურცლად დარჩება.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება შენობები, პროგრამები და სტატისტიკა კი არა, ბავშვები არიან - ბავშვები, რომლებიც სწავლობენ, ქმნიან, თანამშრომლობენ, ლიდერობენ, ოცნებობენ და საკუთარი მომავლისკენ თავდაჯერებულად მიაბიჯებენ.

მადლობა ყველას, ვინც ამ დღის ნაწილი იყო.

და ბოლოს - თუ ვინმე გვკითხავს, არსებობენ თუ არა სასწაულები, ჩვენ თამამად ვუპასუხებთ:

დიახ, არსებობენ. ისინი ყოველდღე დადიან სკოლა „ანაბასისში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოკლიპი, რომელიც ღონისძიების ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ კადრებს აერთიანებს

ასევე, იხილეთ ადგილობრივი ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი სკოლის ფესტივალის შესახებ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

ბაღები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩაერთვება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება