სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარა ნაბიჯებით მომავლისაკენ“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის „ფუტკრების კლასის“ ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება
18-06-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში IV „ფუტკრების კლასმა“ დაწყებითი საფეხურის ოთხი წელიწადი ღინისძიებით შეაჯამა. 

გაიმართა მე-4 კლასის დამამთავრებელი ღონისძიება სახელწოდებით - „პატარა ნაბიჯებით მომავლისაკენ“.

ეს დღე იყო სიყვარულით, მადლიერებით, ემოციებითა და ბავშვური გულწრფელობით სავსე. მოსწავლეებმა შეაჯამეს ოთხწლიანი სასკოლო გზა, გაიხსენეს პირველი ნაბიჯები, პირველი გაკვეთილები, წარმატებები, სირთულეები, მეგობრობა, მასწავლებლის მზრუნველობა და ის დაუვიწყარი წუთები, რომლებიც დაწყებით საფეხურს ასე განსაკუთრებულს ხდის.

ღონისძიების წამყვანები იყვნენ IV კლასის მოსწავლეები - საბა დუმბაძე და ანასტასია აბაშიძე, რომელნიც ღირსეულად და ლამაზად გაუძღვნენ საღამოს.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 19 მოსწავლე. მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, მუსიკალური ნომრები, იუმორისტული სკეტჩი, ქორეოგრაფიული ნომრები, ფოლკლორული შესრულება და ემოციური ფინალური კომპოზიცია. თითოეულმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები, გუნდური მუშაობა, სასცენო კულტურა, პასუხისმგებლობა და სკოლასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი.

„განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით გვინდა გავიხსენოთ ამ კლასის პირველი დამრიგებელი, აწ გარდაცვლილი ქალბატონი მერი ხარაშვილი, რომელმაც ბავშვებს სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა და მათ გულებში სითბოს, მზრუნველობისა და სიკეთის კვალი დატოვა. მისი ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება კლასის ისტორიაში.

ასევე მადლობას ვუხდით მზევინარ ოღაძეს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროებით ასწავლიდა მოსწავლეებს და თავისი შრომით, ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბავშვების სასწავლო პროცესში.

დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად უკავშირდება IV კლასის დამრიგებელს, მარიამ ტაბატაძეს, რომელმაც სიყვარულით, მოთმინებითა და პროფესიული პასუხისმგებლობით გაუწია მოსწავლეებს მეგზურობა დაწყებითი საფეხურის დასრულებამდე. მისი მზრუნველობა, მხარდაჭერა და ყოველდღიური შრომა ნათლად აისახა ბავშვების თავდაჯერებულ გამოსვლებში, მათ ემოციებსა და გულწრფელ მადლიერებაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს, მშობლებსა და სკოლას იმ სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რომელიც მათ ოთხი წლის განმავლობაში თან ახლდათ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მშობლებიც, რამაც საღამოს კიდევ უფრო თბილი, ოჯახური და ემოციური ელფერი შესძინა.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური ულოცავს IV კლასის მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას და მადლობას უხდის დამრიგებელ მარიამ ტაბატაძეს, მშობლებსა და ყველა მონაწილეს ამ ლამაზი, შინაარსიანი და დასამახსოვრებელი ღონისძიებისთვის.

„ძვირფასო ბავშვებო, თქვენ დღეს დაასრულეთ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიემართებით მომავლისაკენ. გისურვებთ წარმატებას, ცოდნის სიყვარულს, მეგობრობას, სიკეთეს და ნათელ მომავალს. გვჯერა, რომ თქვენი თითოეული ნაბიჯი იქნება ღირსეული, ლამაზი და წარმატებული.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის, ის არის ურთიერთობის, სიყვარულის, მეგობრობის, მადლიერებისა და მომავლის იმედის სივრცე.

ვულოცავთ IV კლასის მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასკოლო გზას!

პატარა ნაბიჯებით მომავლისაკენ!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება