| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის №20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
1 ივნისს სკოლაში გაიმართა მინი-ფეხბურთის ტურნირი მე-6 კლასების მოსწავლეებს შორის. შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით და გამოირჩეოდა საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი მატჩებით.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მე-6ბ და მე-6დ კლასების მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. სპორტული სულისკვეთებითა და გუნდური თამაშით გამორჩეულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა მე-6ბ კლასის გუნდმა.
ტურნირის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა თასით, ხოლო მონაწილე კლასებს აქტიური ჩართულობისა და სპორტული მიღწევებისთვის გადაეცათ სიგელები.
„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს სპორტული აქტიურობის, მეგობრული დამოკიდებულებისა და ღირსეული თამაშისთვის. ვუსურვებთ მათ მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და წარმატებას როგორც სპორტში, ისე სწავლაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა