| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა
ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო პროგრამით წარიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრები, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, დაუვიწყარი მოგონებები და ის გამოცდილება, რომელიც სკოლაში დააგროვეს.
საზეიმო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასწავლებლები, რომლებმაც მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართეს, მიულოცეს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გზა დაულოცეს სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს, უსურვეს წარმატება და ნათელი მომავალი.
სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდები სიყვარულით, იმედითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
აღსანიშნავია, რომ წელს საბაზო საფეხურს ორი კლასი მე-9 და მე-10 ერთდროულად ასრულებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა