სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
18-06-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ეს დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.

მეოთხეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს - წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს  სიმღერები, ცეკვები და გაიხსენეს დაწყებით საფეხურზე გატარებული დაუვიწყარი წლები. 

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით. 

სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიულოცეს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. განსაკუთრებული მადლობა ერგოთ მშობლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

„ვულოცავთ ჩვენს მე-4 კლასელებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ ცოდნით, წარმატებებითა და საინტერესო აღმოჩენებით სავსე მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება