სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დილისკის N1 სკოლაში ბილინგვირი განათლების ფარგლებში, საგანთაშორისი ინტეგრაციით, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა
18-06-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით გამოირჩევიან, რაც სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების განვითარებასაც უწყობს ხელს. 

სწორედ ბილინგვური სწავლების წახალისებისა და აქტუალურ თემებზე მსჯელობის გააქტიურების მიზნით, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის განხორციელდა  ერთობლივი აქტივობა თემაზე - „ნაადრევი ქორწინება“.

პროექტი ბილინგვური განათლების სპეციფიკის გათვალისწინებითა და საგანთაშორისი ინტეგრაციით დაიგეგმა. მასში წამყვანი როლი შეასრულეს სკოლის ბილინგვური განათლების პედაგოგებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა:

არევ გაბრიელიანი - „ჩვენი საქართველო” ;

ქრისტინე ოვსეფიანი - „მე და საზოგადოების“ ;

ფრიდა სოგოიანი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

სწორედ ბილინგვური სწავლების მასწავლებლების - არევ გაბრიელიანისა და ქრისტინე ოვსეფიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შეძლეს ორენოვანი მასალების დამუშავება და შექმნა.

აქტივობის ფარგლებში მეშვიდეკლასელებმა მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები, ასევე, სკოლის მასშტაბით, ჩაატარეს კვლევა-გამოკითხვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

როგორც სკოლაში გვეუნბებიან, პროექტის მთავარი შედეგი და გვირგვინი იყო ორენოვანი პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა, სადაც მოსწავლეებმა ბილინგვურად, ორ ენაზე, სიღრმისეულად განიხილეს ნაადრევი ქორწინების თანმდევი რისკები და გამოწვევები.

სპეციალურად გამართულ ღონისძიებას, სადაც ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს, ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებები და მშობლები. დამსწრე საზოგადოებამ უმაღლესი შეფასება მისცა ბილინგვური მიდგომით მომზადებულ პრეზენტაციებს.

ღონისძიების დასასრულს, აქტივობაში ჩართულ ყველა მოსწავლეს ნაყოფიერი მუშაობისა და წარმატებული ორენოვანი გამოსვლისთვის საზეიმოდ გადაეცა სერტიფიკატები.

სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება