სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება და ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან
17-06-2026
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და ემოციური დღე გაიმართა. დაწყებითი კლასების პედაგოგმა, შორენა ჩაფიძემ, სიყვარულითა და სითბოთი გააცილა თავისი სადამრიგებლო კლასი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და ლამაზად ორგანიზებული ღონისძიება წარუდგინეს, სადაც წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი, ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მშობლების, ისე სკოლის თანამშრომლების მხრიდან.

ღონისძიებას განსაკუთრებული შეფასება მისცა სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემაც, რომელმაც მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და მომავალ გზაზე კეთილი სურვილებით გააცილა.

დამსწრეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ამ დღის მთავარი ღირებულება იყო.

„განშორების მიუხედავად, ყველას გულში დარჩა უამრავი თბილი მოგონება და ბედნიერი წუთი. ეს დღე კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ სიყვარულის, მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელოვანი სივრცეა. მომავალ საფეხურზე გადასული მოსწავლეები კი ახალი წარმატებებისკენ თავდაჯერებულად განაგრძობენ გზას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება