| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-9 კლასში დამრიგებელმა მაია რიჟამაძემ საინტერესო და სახალისო აქტივობა - „სარკის საიდუმლო“ ჩაატარა, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია.
აქტივობის დასაწყისში მასწავლებელმა მოსწავლეებს წარუდგინა დახურული ყუთი და უთხრა, რომ მის შიგნით იმყოფებოდა ადამიანი, რომელიც მათ ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი ვარაუდები და დაფაზე ჩამოწერეს ის ადამიანები, რომლებიც, მათი აზრით, მათ მომავალსა და წარმატებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ცნობისმოყვარეობით აღსავსე მოსწავლეებმა სათითაოდ ჩაიხედეს ყუთში, სადაც სარკე იყო მოთავსებული.
საკუთარი თავის დანახვამ მათში მრავალგვარი ემოცია გამოიწვია და კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და პასუხისმგებლობის აღება პირად განვითარებაზე.
აქტივობის დასასრულს მაია რიჟამაძემ მოსწავლეებს მიმართა, რომ ყუთში სწორედ ის ადამიანი დაინახეს, რომელსაც ყველაზე დიდი ძალა აქვს საკუთარი მომავლის შექმნისა და წარმატების მიღწევისათვის.
ეს გზავნილი მნიშვნელოვანი სტიმული აღმოჩნდა მოზარდებისთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები, პასუხისმგებლობა და როლი ცხოვრებისეული მიზნების მიღწევის პროცესში.
„სარკის საიდუმლო“ არა მხოლოდ სახალისო, არამედ ღრმად შემეცნებითი აქტივობა იყო, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას, თვითშემეცნების პროცესის გაღრმავებას და მოტივაციის ზრდას.
აქტივობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა საკუთარი თავის რწმენითა იწყება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
„უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“