ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ეს დღე განსაკუთრებული ემოციებით, თბილი მოგონებებითა და მომავლის იმედით იყო სავსე.
კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა ეწერის საჯარო სკოლამ. ორი კლასი ერთად დაემშვიდობა საბაზო საფეხურს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა.
ღონისძიება კლასის ხელმძღვანელის, მარიამ ბრეგვაძის, ორგანიზებით ჩატარდა და მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების, სიყვარულისა და მადლიერების ნამდვილი ზეიმი გახდა.
საღამოზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა - შთამბეჭდავი პიესები, ლექსები, სიმღერები და გულწრფელი სიტყვები, რომლებითაც მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მშობლიურ სკოლას, პედაგოგებსა და მშობლებს.
მათ გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, მეგობრობა, წარმატებები და ის დაუვიწყარი მომენტები, რომლებმაც მათი ბავშვობა გაალამაზა.
ღონისძიება ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.
ეწერის საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებულ მომავალს უსურვებს და სჯერა, რომ ეს ახალგაზრდები ღირსეულად გააგრძელებენ ცოდნისა და განვითარების გზას.































.jpg)



















