| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორ ვაქციოთ სასწავლო პროცესი უფრო პროდუქტიული და საინტერესო? ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრაზე ამ კითხვას პრაქტიკული და შემოქმედებითი ინიციატივებით პასუხობენ. კათედრა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის ხარისხის ამაღლებაზე, რიც გამოც წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და შემეცნებითი ღონისძიება ხორციელდება.
სასწავლო წლის მიწურულს ინგლისურის პედაგოგმა თეა ყვავაძემ, მე-10ბ და მე-10გ კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით სასწავლო-შემეცნებითი პროექტი განახორციელა.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს და წარმოადგინეს მრავალფეროვანი პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: „ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული უნივერსიტეტები“, „ალექსანდრიის ბიბლიოთეკა“, „ ჰოლივუდი“, „ უილიამ შექსპირი და მისი შემოქმედება“, „გიზას დიდი პირამიდა-მსოფლიოს საოცრება“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი კომპლექსური და ინტერაქციული აქტივობები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოზარდების განვითარებაში. ისინი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ყოველდღიური მეტყველების უნარ-ჩვევების დახვეწას.
„ეს ყოველივე კი საუკეთესო მყარ საფუძველს ქმნის მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად. მსგავსი წარმატებული გამოცდილება საუკეთესო სტიმულია მოსწავლეებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ სწავლა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა