სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი სანახაობა და გრანდიოზულად დაგვირგვინებული სასწავლო წელი
17-06-2026
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დასრულება აღნიშნეს. 

სკოლის IVlV და  IV კლასების მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებებით დააგვირგვინეს. 

სკოლის lV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნელი მარღიშვილის ხელმძღვანელობით, გამოსაშვებ ღონისძიებაზე წარმოადგინეს სპექტაკლი - „ძველი თბილისი“. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, სცენაზე გააცოცხლეს ძველი თბილისის პერსონაჟები, წარმოაჩინეს შემოქმედებითი და სამსახიობო უნარები. 

პატარა მსახიობებმა მაყურებელი თბილისის ძველ უბნებში, მის ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოგზაურეს. სცენაზე გაცოცხლდნენ ძველი თბილისის გამორჩეული პერსონაჟები, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეებმა მაყურებელს ქართული კულტურისა და ქალაქის ისტორიული კოლორიტის უნიკალური ხიბლი გააცნეს. მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით შეასრულეს თავიანთი როლები, გამოავლინეს შემოქმედებითი აზროვნება, არტისტიზმი და სამსახიობო ოსტატობა.

მოსწავლეებმა მაყურებლის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. სკოლაში მადლობას უხდიან პატარა მსახიობებს დაუვიწყარი დღისთვის.

დაუვიწყარ მოგონებად დარჩება როგორც მოსწავლეების, ისე მშობლებისა და პედაგოგებისთვის, IVა კლასის მოსწავლეთა ღონისძიება.  ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შესაძლებლობები, შემოქმედებითი პოტენციალი და ის სიყვარული, რომლითაც ისინი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან.

გამოსაშვები ღონისძიება „ერთხელ ტფილისში“ მეტად შთამბეჭდავად წარიმართა. ნიჭეირმა ბავშვებმა, დამრიგებელის - ნანა ნადირაძის ხელმძღვანელობით, საოცრად და ოსტატურად გააცოცხლეს ძველი თბილისის სურათები.

ამ დღეს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემსვიდობნენ. იყო ბევრი სიხარული, სიყვარული, სევდა და ცრემლი.

თბილისის N141 საჯარო სკოლის lVგ კლასის მოსწავლეებმა კი გამოსაშვებ ღონისძიებაზე წარმოადგინეს სპექტაკლი - „ქეთო და კოტე“.

მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და მონდომებით გააცოცხლეს პერსონაჟები, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრებისას წარმოაჩინეს შემოქმედებითი და სამსახიობო უნარები.

მოსწავლეებმა მაყურებლის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

სკოლაში მადლობას უხდიან პატარა მსახიობებს დაუღალავი შრომის, მონდომებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ამ ლამაზი წარმოდგენით ყველას აჩუქეს. 

„მადლობა ჩვენს პატარა მსახიობებს დაუვიწყარი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

თთამბეჭდავი სანახაობა მოსწავლეებმა დამრიგებლის -  თეონა სახვაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს. 

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება