სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მე-9 კლასელები საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ
18-06-2026
-
+


ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, მოსწავლეებს სთავაზობდნენ მრავალფეროვან გაკვეთილებსა და აქტივობებს, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახა. 

სკოლის მე-9 კლასებში საგანი „სამხედრო საქმე“ სხვადასხვა გასვლითი აქტივობებით წარიმართა.

ამჯერად, საგნის მასწავლებლის - დავით გორდაძის თაოსნობით, მე-9ა (დამრიგებელი იზა თვალაბეიშვილი) და მე-9ბ (დამრიგებელი ირინე სურგულაძე) კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაცულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის ამსახველი მასალები, იარაღ-საჭურველი, ქუთაისელ ჯარისკაცთა ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა და სხვა დოკუმენტები.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ამსახველმა მასალებმა.

მუზეუმში სტუმრობა მოსწავლეებისთვის სასწავლო -შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა. სკოლაში მე-9 კლასელები ახალი ცოდნითა და საინტერესო ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება