სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
16-06-2026
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ხშირად მიმართევენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და მომავალი თაობის თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.

„უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი - არ გამაჩნია !.."

„საგურამოში ხე არის ერთი,

ხე - რხეული და რტოებხნიერი,

აქ ისვენებდა მუზების ღმერთი

და შუბლმაღალი ოლიმპიელი...“

„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს,

მზის და ვაზის მირონი.

ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი...“

11 ივნისს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ნათია სვანიძემ, მთვარისა ახვლედიანმა და ისტორიის მასწავლებელმა ირმა ლიპარტელიანმა მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად, მოაწყვეს საინტერესო ექსკურსია უფლისციხეში, საგურამოსა და მცხეთაში.

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, დიდი ქართველი მწერლების - ილია ჭავჭავაძისა და გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა, ისტორიულ-კულტურული გარემოს უშუალოდ აღქმა და საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმში დაცული ექსპონატები, მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მისი უდიდესი წვლილის შესახებ ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების საქმეში.

მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ უფლისციხის ისტორიას, ასევე მცხეთაში, შიო მღვიმის, სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრების ისტორიას, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მოინახულეს მწერალ გოდერძი ჩოხელის საფლავი.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

ეს დღე თითოეული მოსწავლისათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

„უღრმესი მადლობა დედა ქეთევანს, (იღუმენია ქეთევან კოპალიანი), დედა მელანიასა და სხვა დედებს, რომლებმაც ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ძვირფასი სუვენირებიც გადმოგვცეს და ლოცვა-კურთხევაც გამოგვაყოლეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება