სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა დაუვიწყარი, ფერადი კვირეული ეშტიის №1 საჯარო სკოლაში
16-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-დან 5 ივნისის ჩათვლით განსაკუთრებული და ფერადი „მოსწავლეთა კვირეული“ გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული „ჩანთების გარეშე“ დაიწყო - ბავშვებმა სკოლის ეზო ცარცებით მოხატეს, სახეები მხიარული ნახატებით გაილამაზეს და დღე ენერგიული ფლეშმობით დააგვირგვინეს.

შემდეგი დღე ხელოვნებას დაეთმო, სადაც ბილინგვური განათლების ფარგლებში სპექტაკლი „ზღაპრის დავიწყებული გმირები“ და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფესტივალი მოეწყო.

სპორტულ ოთხშაბათს მოსწავლეები სუფთა ჰაერზე „მხიარულ სტარტებში“ ჩაებნენ, სადაც გუნდურობამ და მხიარულმა აზარტმა გაიმარჯვა.

ხუთშაბათს როლები გაიცვალა: მოსწავლეებმა და მშობლებმა მასწავლებლის ამპლუა მოირგეს და საგაკვეთილო პროცესი თავად წაიყვანეს.

კვირეული პარასკევს, ნამდვილი თავგადასავლით დასრულდა - სასკოლო ლაშქრობამ ბუნებაში ბავშვებს საუკეთესო შემეცნებითი და დასასვენებელი დღე აჩუქა.

ეს ხუთი დღე ეშტიის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და პედაგოგებისთვის დაუვიწყარ ემოციებად და ერთ დიდ დღესასწაულად იქცა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება