სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული თამაში და ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა ემოციების სამყაროში
16-06-2026
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს სასკოლო ცხოვრებას მრავალფეროვანი აქტივობებით უხალისებენ. 

სასწავლო წლის მიწურულს, ზაფხულის ერთ-ერთი მზიანი დღე ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებულ თამაშს დაეთმო. 

მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ითამაშეს და ემოციების საოცარი სამყარო აღმოაჩინეს. 

როგორც პედაგოგი ეკატერინე მაჩიტაძე გვიყვება, სკოლის ეზო  სავსე იყო ღიმილით, ემოციებითა და მხიარული განწყობით.

ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული თამაშის - „ემოტიკოს“ დახმარებით ბავშვებმა სახალისო და ინტერაქტიულ გარემოში იმოგზაურეს ემოციების სამყაროში.

აქტივობის განმავლობაში მათ:

  • შეასრულეს საინტერესო გამოწვევები;
  • ითამაშეს სახალისო თამაშები;
  • ჩაერთნენ გუნდურ აქტივობებში;
  • მეტი გაიგეს საკუთარი და სხვების ემოციების შესახებ;
  • შექმნეს უამრავი სასიამოვნო მოგონება.

პედაგოგის თქმით, „ემოტიკოს“ მეშვეობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციების ამოცნობა, გამოხატვა და ერთმანეთის უკეთ გაგება.

„მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის, ჩართულობისთვის და იმ განსაკუთრებული ატმოსფეროსთვის, რომელიც ერთად შევამენით!“,- დასძენს ეკატერინე მაჩიტაძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება