| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ხარისხიანი საგნობრივი სწავლების მიღმა, სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
რაღა თქმა უნდა სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე. ინგლისური ენის პედაგოგების - სვეტლანა ბეზოიანისა და ნინო მელიქიძის ხელმძღვანელობით, სუფთა წერის - კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობდნენ მე-5-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.
საკონკურსო თემა ბავშვთა საერთაშორისო დღეს ეხებოდა.
კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
„მოსწავლეთა მართლაც არნახული რაოდენობა იყო, არაერთი შესანიშნავი ნაწერი, რამაც მართლაც გაართულა გამარჯვებულთა გამოვლენა. ჟიური საბოლოოდ შეჯერდა და დაასახელა ხუთი საუკეთესო ნაწერი“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
სკოლის დირექტორის და ორგანიზატორი პედაგოგების ხელმძღვანელობით. გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა