სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-4 კლასელელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება და ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან
16-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

ღონისძიებით მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და სასწავლო მიღწევები აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სიხარულითა და ემოციებით სავსე დღე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში. დაწყებითი საფეხურის ოთხი დაუვიწყარი წელი ერთ ლამაზ და შთამბეჭდავ ღონისძიებაში გაერთიანდა, სადაც მეოთხეკლასელებმა სასწავლო ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი საზეიმოდ დაასრულეს.

ღონისძიება მრავალფეროვანი, შინაარსიანი და ემოციური იყო. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და საინტერესო ნომრებით დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. თითოეულ წარმოდგენაში იგრძნობოდა ის სიყვარული, შრომა და მონდომება, რომელიც ბავშვებმა და მათმა დამრიგებელმა წლების განმავლობაში ერთად ჩადეს.

სკოლაში განსაკუთრებული, თბილი და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. მშობლები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები სიამაყითა და სიხარულით ადევნებდნენ თვალს ბავშვების გამოსვლებს. ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, მეგობრობა და სასიამოვნო მოგონებები ამ დღემ ერთ დიდ დღესასწაულად აქცია.

ამ წარმატებული კლასის მიღმა დგას მათი საყვარელი დამრიგებელი - გრეტა ჰაროსიანი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის იყო არა მხოლოდ პედაგოგი, არამედ მზრუნველი მეგობარი, მხარდამჭერი და გზამკვლევი. მისი პროფესიონალიზმის, თავდადებისა და სიყვარულის წყალობით, კლასი ჩამოყალიბდა ერთიან, მეგობრულ და შემოქმედებით გუნდად.

ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტში დამრიგებელმა მოსწავლეებს გულთბილი სიტყვებით მიმართა:

„აი, ესეც დასასრული... ჩვენი ისტორიის პირველი, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ფურცელი დასრულდა. გისურვებთ წარმატებებსა და ბედნიერ ნაბიჯებს საშუალო სკოლაში, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო!“

მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილი მილოცვით მიმართა სკოლის დირექტორმა ქეთევან გუმბერიძემ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დამრიგებელ გრეტა ჰაროსიანს მრავალწლიანი თავდადებული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და მოსწავლეთა აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. დირექტორმა მოსწავლეებს მომავალში წარმატებები, მიზანდასახულობა და ახალი მიღწევები უსურვა.

„დაწყებითი სკოლა დასრულდა, თუმცა წინ ახალი მწვერვალები, ახალი გამარჯვებები და საინტერესო აღმოჩენებია. ვულოცავთ სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ მათ ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ გზას ცოდნის სამყაროში.

კეთილი გზა საშუალო სკოლისკენ, ძვირფასო მოსწავლეებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს
 
 

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 

ღონისძიება მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და გამართეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება