| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა 2025-2026 სასწავლო წელი ზღაპრული ღონისძიებით დააგვირგვინეს.
ქართული ენის მასწავლებლის - კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა სცენაზე ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“.
ბავშვებმა გამართეს საოცრად ხალისიანი და ფერადი ღონისძიება, სადაც ელზა, სპაიდერმენი, ბურატინო და სხვა საყვარელი პერსონაჟები ერთმანეთს შეხვდნენ და თავგადასავლები დაიწყეს.
იყო ბევრი ჟრიამული, ცეკვა, დაკარგული გასაღების ძიება და რაც მთავარია - უამრავი ნასწავლი სიტყვა და პოზიტივი.
პატარა მსახიობებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
„ბრავო მეორეკლასელებო, თქვენ ნამდვილი ზღაპარი შექმენით!“- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა